22:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 16:37:18, 667 ნახვა

საზოგადოება
19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს

19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდარავამ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ მიულოცეს.

„ქართული ავიაციის დაარსებიდან 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - “გენერალი კვინიტაძე”, “გენერალი მაზნიაშვილი" და “სამშობლოსთვის თავდადებული”, ასევე საშტატო იარაღი გადაეცათ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრება სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლეს.

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics