|
2023-09-19 14:49:34, 810 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე „ოცნების“ დეპუტატებს - ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“, ბიჭებო [ვიდეო]
გკითხოთ მინდა - ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“, ბიჭებო,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე. წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას მმართველი ძალის წარმომადგენლებს რუსეთის აგენტები უწოდა. "ერთხელ ხომ „შეგეწერათ“, როდესაც მოსამართლეები დაგისანქცირეს, მეორედ „შეგეწერათ“ ის ცნობილი გინება, ბატონი მდინარაძე რომ იმუქრებოდა აქ და პირდაპირ გითხრათ აშშ-მა, რომ თქვენ მიერ ნაქები ყოფილი გენერალური პროკურორი, ადამიანი, რომელიც დღესაც ჩართულია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებაში, რომელიც არის უახლოესი გარემოცვის წევრი ბიძინა ივანიშვილის და ბერა ივანიშვილის ნათლიმირონი, თქვენ რომ ახლა გადმოდექით და ყველა ერთად იცავთ იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა აქვს თქვენზე ფარცხალაძეს, ამიტომაც იძულებულები ხართ ასე დაიცვათ, ამ ადამიანზე გითხრეს, რომ არის რუსეთის აგენტი. და თქვენ, რომ ასე იცავთ, გამოდის, რომ თქვენც ხართ რუსეთის აგენტები. ჩვენ ეს დიდი ხანია ისედაც ვიცოდით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან. რას აკეთებს ამ დროს სუს-ი, ის აქციეთ სამარცხვინო ორგანიზაციად, რომელმაც აშშ-სგან გაიგო თურმე, რომ რუსების აგენტია ყოფილი გენერალური პროკურორი, თვითონ ეძინა და არ იცოდა იმიტომ, რომ ოპონენტების დევნით იყო დაკავებული და გამოდის და კიდევ ზღაპრებით ცდილობს, რომ კვებოს საქართველოს მოქალაქეები... არადა, სუს-ის კომპეტენციაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ხომ ვერ მეტყვით, კიდევ რამდენი დაფრინავდით სამთავრობო ჩარტერით ღარიბაშვილთან ერთად ან როგორ შეძლო ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ 100 ათასის გადახდა. რატომ დადიოდა გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, ქალაქის მერი კალაძე ხან დუბაიში გადაუდებელი აუცილებლობით სამთავრობო თვითმფრინავით, ხან პარიზში, ხან მილანში და ხომ არ გავიწყდებათ, რომელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ. იმ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ, სადაც 35% ბავშვების საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ შიმშილობს და იმ ქვეყნის მაღალჩინოსნები ხართ, სადაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან; იმ ქვეყნის მაღალჩინოსნები ხართ, რომლებმაც უარი გვითხარით წალენჯიხაში მეორეკლასელების უფასო კვების დაფინანსებაზე",- მიმართა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)