02:42 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 09:48:42, 933 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - საქართველო სიტყვებს ქმედებად აქცევს მდგრადი განვითარების მიზნებთან ეროვნული პოლიტიკის თავსებადობის უზრუნველსაყოფად

ჩემთვის დიდი პატივია, გაეროს გენერალური ასამბლეის მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე დასწრება, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია შეაჯეროს ხედვები, გაცვალოს აზრები და  გამოცდილება და განიხილოს 2030 წლის დღის წესრიგის მიზნების პრაქტიკული განხორციელების გზები,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში - „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად" მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა ინიციატივებისა და პარტნიორობის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებასა და გარემოს დაცვას.

„ჩვენმა მთავრობამ  ქმედითი ზომები მიიღო 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და სახელმწიფო სერვისების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა არსებული გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელი გამხდარიყო, რაც აისახა კიდეც მრავალ გლობალურ რეიტინგში.

ვამაყობ, რომ საქართველოს მიერ შეტანილმა წვლილმა მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტშიც გაგვხადა ლიდერი 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ასპექტში. სხვადასხვა ინიციატივებისა და პარტნიორობის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებას და გარემოს დაცვას",- განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2016 წელს საქართველომ აქცენტი გააკეთა თავის ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებსა და მიზნებში მდგრადი განვითარების მიზნების ჩართვაზე და "პირველ ნებაყოფლობით ეროვნულ მიმოხილვაშიც" ასახა ისინი.

„ამას მოჰყვა „მეორე მიმოხილვა" 2020 წელს, სადაც დეტალურადაა აღწერილი მდგრადი განვითარების მიზნების სფეროში მიღწეული პროგრესი.

საქართველომ 17 მდგრადი განვითარების მიზანი და 93 ორიენტირი განსაზღვრა პრიორიტეტებად და  200 ინდიკატორი შეიმუშავა პროგრესის მონიტორინგისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭო კონსტრუქციული, ინტერპერსონალური დიალოგის გასაძლიერებლად.

საქართველო სიტყვებს ქმედებად აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ეროვნული პოლიტიკის  თავსებადობის უზრუნველსაყოფად. დარგობრივი პოლიტიკის დაგეგმვისას ხდება მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება და  ეს უკვე არსებული პროცესის შემადგენელი ნაწილია. ყოველივე ამის მიზანია ახალი სტრატეგიული დოკუმენტების თავსებადობა ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics