23:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 16:30:22, 600 ნახვა

საზოგადოება
დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზღვის სანაპიროზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

„დავასუფთაოთ მსოფლიო - 2023“ - საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად საქართველოც უერთდება. დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა დედაქალაქში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად, თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.

მათივე ცნობით, აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

„დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ მნიშვნელოვან კამპანიას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ დავაბინძურებთ ბუნებას, ქალაქს და ერთად ვიზრუნოთ გარემოს გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დასუფთავების მსოფლიო დღე, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, 1993 წელს დაფუძნდა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქციების ჩასატარებლად კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა. მიმდინარე წლის კამპანიის დევიზია „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics