04:19 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 15:58:36, 758 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი ფარცხალაძეზე - სანქციებს დისკრიმინაციული ხასიათი აქვს - არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა

ფარცხალაძეს პირადად არ ვიცნობ და არც სპეცსამსახურებთან კავშირზე მაქვს რამე ინფორმაცია. ამ სანქციებს აქვს დისკრიმინაციული ხასიათი, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინის თქმით, სანქციები უკვე რამდენიმე ათას ადამიანს შეეხო, აშშ და ევროკავშირი კი მათ მიმართ აგრესიულად მოქმედებენ.

"ფარცხალაძეს პირადად არ ვიცნობ და არც სპეცსამსახურებთან კავშირზე მაქვს რამე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ იცვლება. აღშფოთების გარდა, სხვა რეაქცია ვერ გვექნება. ამ სანქციებს აქვს დისკრიმინაციული ხასიათი, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა და მსგავსი რამ საერთაშორისო ურთიერთობებში ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.

სანქციები უკვე რამდენიმე ათას ადამიანს შეეხო. აშშ და ევროკავშირი მათ მიმართ აგრესიულად მოქმედებენ. ამას უნდა შევეგუოთ და სწორედ ამის გამოა, რომ ახლა იშლება ერთპოლუსიანი სამყაროს სტრუქტურა და იქმნება ახალი სტრუქტურები, რომელიც წარმოადგენს ე.წ. სტრატეგიულ სამხრეთს და კავკასიის გეოპოლიტიკური ძალების ინტერესებს. უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალში",- განაცხადა კარასინმა. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics