|
2023-09-15 15:20:42, 728 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს უნგრელი კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერა აღნიშნა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა (EUMM) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის კონტრიბუციაზე ისაუბრა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული მძიმე გარემო და საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე ბუდაპეშტში მდებარე ბუდას აღების მემორიალთან იმყოფებოდა, რომელიც გვირგვინით შეამკო და უნგრელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალურ შტაბსაც ესტუმრა, სადაც უნგრეთის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)