|
2023-09-15 14:46:45, 768 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დღევანდელი ოპოზიცია დასუსტებული კი არა, დანგრეულია
დასუსტებულს ვერ დავარქმევდი - უფრო ვიტყოდი, რომ დანგრეული და გაუბედურებული არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოში რადიკალიზმს მომავალი არ აქვს. „დასუსტებულს ვერ დავარქმევდი. უფრო ვიტყოდი, რომ დანგრეული და გაუბედურებული არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია. ეს არის რეალობა, რასაც ყველა უნდა შეეგუოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ქვეყანაში რადიკალიზმს არ აქვს მომავალი. რა თქმა უნდა, ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიულ ზრდას, თუმცა, იმას, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ამას არ ვიცი, რა დავარქვა“,- აცხადებს კალაძე. მერის თქმით, ისინი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებიან. „ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი პლატფორმები, მათი შეკვრა, დაშლა. სიახლე არაფერია. ჩვენ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, რას ემსახურებიან, რა არის მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა და სამიზნე. ერთი რამ ცხადია, რომ მათ ქმედებებში ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, სხვა ქვეყნის ინტერესები შეიძლება იყოს. ჩვენ, ალბათ, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს იმის ნახვა, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან, მაგრამ ვინც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურებიან, რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკურ პარტიას არანაირი მომავალი არ აქვს. თავისი შინაარსით ეს ადამიანები ერთნი არიან, არაფრით განსხვავდებიან. დღეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვათ, ხვალ „ლელო“ დაირქვან, ზეგ - „ევროპული საქართველო“. ამ ადამიანების სულისკვეთება და მსოფლმხედველობა არის მიმართული ამ ქვეყნის განვითარების და მომავლის წინააღმდეგ. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და საქართველოს ნგრევას ემსახურებიან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც რამდენი უბედურება მოუტანეს ქვეყანას და დღესაც აგრძელებენ. მოსახლეობა რეალობას ძალიან კარგად ხედავს. ასევე, ხედავს ჯერ კიდევ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რაც რეგიონში არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ზეწოლის მიუხედავად, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს, დაიცვას აქ მცხოვრებლები, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის განვითარება, ეს პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)