19:38 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 21:54:13, 742 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია ფირცხალაძეზე - გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას ეხმაურება.

ხოშტარის თქმით, ფარცხალაძის სანქცირება არის "ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს".

"ფარცხალაძე კერძოდ კონკრეტულად არის დასანქცირებული რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ, სისხლიან ომში რუსეთის დახმარების გამო. ამ დოკუმენტში ცალკე თავად არის გამოყოფილი რუსეთის მავნებლური გავლენა საქართველოში, სადაც ფარცხალაძე, პირდაპირ მონაწილეობს რუსეთის FSB-ს სპეცოპერაციაში, FSB-ს თანამშრომელთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი შეცვალოს რუსეთის სასარგებლოდ, ანუ გავლენა მოახდინოს საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აზრზე რუსეთის სასარგებლოდ, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილია.

ეს სანქციები სცდება მხოლოდ ფარცხალაძის პიროვნებას, რომელიც თავისთავად არის ერთ-ერთი გამოჩენილი ივანიშვილის კრიმინალი, მაფიოზი, მფარველი, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობის ერთდროულად მქონე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა ომის დაწყების შემდეგ მიიღო, ამასთანავე, ეს არის მთლიანად ქართული ოცნების მხილება საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციის ჩატარებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ამ სისხლიან ომში და რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უშუალო მმართველობის მფარველობის ქვეშ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics