|
2023-09-14 09:47:04, 1485 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა ელემენტი ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ომის დასრულების დრო ჩვენ განვსაზღვროთ
სახელმწიფო მუშაობის აბსოლუტურად ყველა ელემენტი ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ჩვენ თვითონ აქ, უკრაინაში, განვსაზღვროთ ამ ომის დასრულების დრო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, იარაღი, ეკონომიკა, სახელმწიფოს სოციალური ფუნქციები არის ის ინსტრუმენტები, რომლებმაც უკრაინა გამარჯვებასთან უნდა დაახლოვოს. „ჩვენი გამარჯვება, ჩვენი იარაღი, რომელიც მიაღწევს უკრაინისთვის საჭირო ყველა მიზანს, ჩვენი ეკონომიკა, რომელიც შეძლებს უკრაინელების უზრუნველყოფას საჭირო სამუშაო ადგილებით, სახელმწიფოს სოციალური ფუნქციები, რომლებიც უნდა შესრულდეს, სახელმწიფო ფუნქციონირება, უპირველეს ყოვლისა, ციფრული ფუნქციონირება, რომელიც უფრო თანამედროვე უნდა გახდეს, ვიდრე სხვაგან ევროპაში - ეს ყველაფერი ჩვენი ინსტრუმენტებია უკრაინის გამარჯვებასთან დასაახლოებლად“,- თქვა ზელენსკიმ. პრეზიდენტის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის თემაზე მორიგი შეხვედრა გამართა. "კიდევ ერთი შეხვედრა, ხანგრძლივი შეხვედრა ეხებოდა მოლაპარაკებების მომზადებას სხვადასხვა პარტნიორებთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! ყველა, ვინც ამჟამად ბრძოლაშია, საბრძოლო პუნქტებზე, საბრძოლო მისიებზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვრთნის ჩვენს ჯარისკაცებს, ვინც აწარმოებს იარაღს უკრაინისთვის, ვინც პოულობს ყველაფერს მსოფლიოში, რაც უკრაინას სჭირდება. მადლობას ვუხდი ყველას",- აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)