11:50 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 15:20:58, 1531 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  • Marder-ის ტიპის 20 ჯავშანტრანსპორტიორს;
  • WISENT 1-ის ტიპის 2 განაღმვის ტანკს;
  • დიდი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილ ნახევარმისაბმელ 8x8 HX81 და 4 ნახევარმისაბმელს;
  • 9 ავტოსატრანსპორტო საშუალებას (სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები, ყველგანმავლები);
  • 5 8х8с სატვირთო მანქანას;
  • სასწრაფო დახმარების 3 ავტომობილს;
  • 3000 155-მმ-იან ჭურვებს;
  • 1 სატელიტური საკომუნიკაციო სამეთვალყურეო სისტემას;
  • 20 RQ-35 Heidrun სადაზვერვო დრონს;
  • დრონის აღმოჩენის 10 სისტემას;
  • 1,5 მილიონ ცეცხლსასროლ იარაღს.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, წელს უკრაინამ გერმანიისგან უკვე 5,4 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება მიიღო.

ცნობისთვის, მანამდე, 5 სექტემბერს, გერმანიამ უკრაინას Gepard-ის საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ახლად წარმოებული ჭურვების პირველი პარტია გადასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics