|
2023-09-13 14:27:19, 747 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარე „სარტყელი და გზის ინიციატივის“, რიგით მეოთხე ფორუმი დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარე, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ფორუმის ფარგლებში შემუშავებული საგადასახადო ადმინისტრაციათა თანამშრომლობის მექანიზმის "BRITACOM"-ის რიგით მეოთხე წლიური ფორუმი ოფიციალურად დასრულებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამდღიანი ფორუმი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ და BRITACOM-ის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა, ვანგ დაოშუმ შეაჯამეს. პაატა კილაძემ საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და "სარტყელი და გზის ინიციატივის" საკმაოდ მაღალი დონის პლატფორმის ეფექტური გამოყენების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. პლენარული სხდომის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ, მასპინძელი ქვეყნის სახელით, ,,BRITACOM“-ის მომდევნო თავმჯდომარე ქვეყნის ჰონგ კონგის შიდა შემოსავლების დეპარტამენტის კომისიონერს, სიმბოლურად, ორგანიზაციის დროშა გადასცა, რითაც ის ერთი წლის განმავლობაში (2024/2025 წლების ვადით), ,,BRITACOM“-ის პრეზიდენტად დასახელდა. "ბატონო ტიმ ტაი პანგ, გილოცავთ მომდევნო ფორუმის მასპინძლობის პატივს, ჩემთვის სასიამოვნოა გადმოგცეთ "BRITACOM"-ის დროშა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ესტაფეტაა",- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ. BRITACOM-ი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას წარმოადგენს, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან. აღნიშნული კონფერენცია წელიწადში ერთხელ იმართება და მას "BRITACOM"-ის პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)