|
2023-09-13 11:39:31, 964 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე OC Media-ს განცხადებაზე - ძალიან კარგია, რომ პაპუაშვილმა ცენზურაზე დონორები საქმის კურსში ჩააყენა
ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე OC Media-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მედიაში ცენზურა "უხეში ფორმით" მოქმედებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დონერები ინფორმირებული უნდა იყვნენ. "ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბუნებრივია დონორებს, შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები", - თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 12 სექტემბერს OC Media-მ სათაურით - "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს" სტატია გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, პაპუაშვილმა ამ გზით სცადა მედიასაშუალებაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა. OC Media-ს სტატიაში ნათქვამია, რომ სულ მცირე, ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)