|
2023-09-12 21:24:20, 670 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ ღიაა, 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ერთად დაიწყეთ
მოვისმინე რა ნაბიჯები გადაიდგა, ვისაუბრეთ ბორელის ვიზიტზე, როგორ მიმდინარეობს რეფორმები, 12 პუნქტის იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ ევროპარლამენტში ქართველ დეოუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ანგარიში იქნება ოქტომბერში და მმართველ პარტიას ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი. „რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციას, მე ყოველთვის და ბევრი წელია ვამბობ, რომ შეამცირეთ პოლიტიკური პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა ერთად 12 რეკომენდაციაზე, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ ღიაა. ანგარიში იქნება ოქტომბერში, ბევრი დრო არაა დარჩენილი. მე ვიცი რომ ყველა რეკომენდაცია სრულად შესრულებული არ არის. ამავე დროს, ვიგებთ ინფორმაციას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, მოდის ინფორმაცია რუსეთთან ფრენებზე. თუ ყველაფერს ერთად დავაწყობთ, არსებული სიტუაცია გამოწვევებით სავსეა და მოდით, დასხედით და ერთად იმუშავეთ, გააკეთეთ ის რაც თქვენი გასაკეთებელია, შეასრულეთ თქვენი ნაწილი და მხოლოდ მაშინ უნდა ელოდოთ პოზიტიურ ანგარიშს“, - განაცხადა კალიურანდიმ. ცნობისთვის, ქართული დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. სტრასბურგში ვიზიტის მთავარი თემაა კანდიდატის სტატუსი და პარლამენტარებისთვის ბოლო ინფორმაციის მიწოდება 12 პუნქტის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)