|
2023-09-12 09:55:19, 1513 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 614 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 535 კი დაშავდა
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 614 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,- აღნიშნულის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ანგარიშშია აღნიშნული. მათი ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 2023 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინაში 17 535 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. "სექტემბრის პირველ 10 დღეში უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რაოდენობამ 292 ადამიანი შეადგინა. მათ შორის: დაიღუპა 55 ადამიანი (29 მამაკაცი, 21 ქალი, 1 გოგონა, ასევე 4 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია). დაშავდა 237 (101 მამაკაცი, 77 ქალი, 7 ბიჭი, 2 გოგონა, ასევე 50 ზრდასრული, რომელთა სქესი უცნობია)",- აღნიშნულია ანგარიშში. OHCHR-ის ცნობით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ დადასტურებულ ინფორმაციას. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ბევრად მეტი იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)