20:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 09:31:50, 598 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია

2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

ბორელის თქმით, ევროკავშირის ვალდებულება, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას გულისხმობს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კიდვ უფრო გაძლიერდა.

"ჩემი მესამე გზავნილი ეხებოდა ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით: გვყავს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). მისია საზღვრის გასწვრივ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან პატრულირებს. ის ყოველდღიურად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე სიტუაციის დაკვირვებით, ინციდენტების შესახებ მოხსენებით და ზოგადად, შესაბამის ადგილებში ყოფნით",- წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს  7 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ბორელმა ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics