|
2023-09-11 11:51:42, 840 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პრემიერის იმპიჩმენტი ოპოზიციის მხრიდან აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობაა
რაც შეეხება პრემიერის იმპიჩმენტს, ეს არის დღეს აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობა, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, პრემიერისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ „მიზანმიმართული და ბინძური კამპანია“ მიმდინარეობს. „ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ბევრი განცხადება გაკეთდა აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები - ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს არის დღეს აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობა, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი. რეალურად დიდი დანაშაულია, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, განსხვავებით წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებისგან, პრემიერ-მინისტრის პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან არანაირი თანხა არ გამოყოფილა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. გავიხსენოთ წლები, როდესაც პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფოდა - კონკრეტული თანამდებობის პირების მეუღლეების დაბადების დღეებისთვის, საყვარლების - საჩუქრებისთვის, მასაჟისტების ჩამოყვანისთვის, შვილის სწავლის დაფინანსებისთვის, რაც შემდეგ შეფუთეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყოლია. მეც მყავს ნიჭიერი შვილები, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მათი სწავლა-განათლება ბიუჯეტიდან დავაფინანსო“, - დასძინა კალაძემ. შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. აღნიშნულის შემდეგ, გუშინ, 10 სექტემბერს, პარტია "ლელოში" განაცხადეს, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა და აღნიშნა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. მთავრობის მეთაურის მიერ მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)