|
2023-09-11 11:47:30, 589 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე
თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კალაძის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი რეფორმა განახორციელა და წარმატებას მიაღწია. „დავიწყებ იმით, რომ საქართველოსთან მიმართებაში არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მაშინ, როდესაც სტატუსი არ მოგვანიჭეს და მისცეს უკრაინასა და მოლდოვას. რა თქმა უნდა, გამიხარდა ამ ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, მაგრამ საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებდა. ამ სამი ქვეყნიდან თუ ვინმეს რაიმე წარმატებისთვის აქვს მიღწეული, ეს არის ჩვენი ქვეყანა. ეს პერიოდი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ამის მიუხედავად, საქართველო და ქართველი ხალხი დაჩაგრეს. სტატუსის არ მოცემა სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით და რომ მერე ხალხისთვის ეთქვათ, თქვენ კი კარგები ხართ, ევროპულ მომავალს იმსახურებთ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. სამწუხაროდ, მსგავს მესიჯებს დღესაც ვისმენთ, რაც ძალიან მძიმე და დამაზიანებელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები - ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ევროპული ოჯახის წევრობა და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. „ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე სიარულს, რეფორმების განხორციელებას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მივიღოთ სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“,- აღნიშნა კალაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)