21:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-10 11:14:43, 928 ნახვა

პოლიტიკა
სამუშია - „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს

"ლელო საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სამუშიამ მოუწოდა პარლამენტის წევრებს, რომ ინიციატივას შეუერთდნენ.

"ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც წერია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები და ეს ნიშნები სახეზეა - ყველამ კარგად ვიხილეთ, თუ რა ხდება და რა აღვირახსნილი სიტუაციაა, რა უკანონობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, რომ შემოუერთდნენ იმპიჩმენტის პროცედურებს.  "ლელო" ამისთვის ყველაფერს გააკეთებს...

ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ზღვარგადასულია ყველაფერი, მტკიცებულებები არსებობს, ადამიანს სახელმწიფო ბიუჯეტი მიაჩნია საკუთარ ბიუჯეტად, განკარგავს ყველაფერს და ამაზე კაციშვილი პასუხის მომთხოვი არ არის. და რატომ იმპიჩმენტის პროცედურები? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი პრეცედენტი იმისა, როდესაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები, არცერთ შემთხვევაში, პროკურატურამ არ დაიწყო გამოიძიება, რადგან ის არის უტყვი მორჩილი აღმასრულებელი ხელისუფლების",- განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics