|
2023-09-09 11:24:33, 1233 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რომის პაპს პრორუსული პოზიცია აქვს, ის შუამავლის როლს ვერ შეასრულებს
აზრი არ აქვს საუბარს რომის პაპზე, როგორც შუამავალზე, თუ მას აშკარად პრორუსული პოზიცია აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რომის პაპის "პრორუსული პოიზცია ნეგატიურად აისახება ომზე". „ეს არის წმინდა საყდრის რეპუტაციის განულება. აზრი არ აქვს საუბარს რომის პაპზე, როგორც შუამავალზე, თუ მას აშკარად პრორუსული პოზიცია აქვს. ეს პირველად არ მომხდარა, თუმცა ჩვენ ისე ვიქცეოდით, თითქოს ამას ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ახლა ნათელია, რომ ეს ადამიანი პრორუსულ პოზიციას იკავებს. შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახება ომზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 25 აგვისტოს, რომის პაპმა სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები - წმინდანთა დიდი რუსეთი, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორეს დიდი რუსეთი, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)