|
2023-09-07 16:13:48, 778 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო?
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება თანამდებობის პირებს წელიწადში ერთხელ აქვთ, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ თარიღს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ვალდებულება წარმოეშვება. ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერის ჩარტერული რეისის ხარჯების შესახებ. „როგორც იცით, დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ. თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები კანონით არიან ვალდებული, რომ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. შესაბამისად, დაველოდოთ თარიღს, როდესაც პრემიერ-მინიტრს მოუწევს ვალდებულება, წარმოადგინოს დეკლარაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, პირადი ხარჯების შესახებ წინასწარ ანონსირება და ამაზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ არის თანამდებობრივი ვალდებულება. „რა იყო დასამალი? როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი? არ არის სწორი, იგივე რომ მოგთხოვოთ თქვენ. შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი თანამდებობრივი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით თქვენ გესაუბროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)