03:59 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 15:45:00, 590 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიბრუნა, სადაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

„მზიურის პარკში, იმ არეალში, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სივრცე კერძო საკუთრება იყო და თბილისელებს მივეცით პირობა, რომ ეს ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდებოდა. მიხარია, რომ მიმდინარეობს აღნიშნული სივრცის  მოწესრიგების, გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა იმისთვის, რომ პარკის ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდეს. დაახლოებით, 2,5 ჰექტარი დაემატება „მზიურის“ პარკს, სადაც მოეწყობა სატრენაჟორო სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, საპიკნიკე არეალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე უკვე დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება, ხოლო 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ბალახი.

სამუშაოების ღირებულება 5 000 000 ლარს შეადგენს.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ტოგონიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics