|
2023-09-07 15:43:16, 1812 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი, რუსტემ უმეროვი წარადგინა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი, რუსტემ უმეროვი წარადგინა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას რუსტემ უმეროვის მიმართ აქვს ნდობა "მიღებულ გადაწყვეტილებებში, ნდობა შესყიდვებში, ნდობა დაგეგმილი და განხორციელებული მიწოდების მიმართ და ნდობა ქვედანაყოფებსა და უკრაინის თავდაცვის სისტემის კავშირებში". უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ახალი მინისტრის წინაშე დგას. "ეს არის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია მთელი თავდაცვის სექტორის კოორდინაციაზე. უკრაინელი ჯარისკაცი თავდაცვის ძალების მთავარი პრიორიტეტია. თუ მეომრის სიმტკიცისთვის საჭიროა თავდაცვის ძალების აქტივობაში ცვლილებები, მაშინ ასეთი ცვლილებები მყისიერი უნდა იყოს. ყველაფერი, რისი გაციფრულებაც შესაძლებელია, უნდა იყოს გაციფრულებული. ყველა ბიუროკრატიული პროცედურა, რომელიც შეიძლება გაუქმდეს, უნდა გაუქმდეს. ყველაფერი, რაც ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს, უნდა მოიძებნოს და მიეწოდოს უკრაინულ ჯარებს. საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულების ახალი ფილოსოფია: ხალხი არ არის დასაკარგი, მათი დრო და ენერგია სახელმწიფოს ღირებულებაა", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსტემ უმეროვი უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ზელენსკის წარდგინებით უკრაინის თავდაცვის მინისტრად გუშინ, 6 სექტემბერს დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)