|
2023-09-07 15:25:01, 650 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ
თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბრად აგებს პასუხს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. კალაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პარალელურად, ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებული ის განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უკავშირდებოდა. „ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმისა, რომ ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს, იცავს კანონს და კონსტიტუციას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სტატუსი აქვს, არანაირი აბსოლუტურად. შეიძლება დღეს იყო პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, გარკვეული თანამდებობის პირი, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს, ყველას გვახსოვს, თუ რამხელა შემოტევა მოდიოდა უცხოეთიდან და ვინ იყვნენ ეს ადამიანები. შეგვიძლია, არქივიდან ამოვიღოთ მასალები, თუ რა განცხადებები კეთდებოდა მაგალითად, იმ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც გვეუბნებიან, თითქოს საქართველოს მეგობრები არიან და გული შესტკივათ ჩვენს ხვალინდელ დღეზე, ქვეყნის ევროინტეგრაციაზე და ა.შ“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ. „რეალურად, აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას, ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბეები, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინტერესი, რომ როგორმე - ყველანაირი ბინძური მეთოდით, მოხდეს ქვეყნის ხელისუფლების გადაგდება, ჩამოშორება. გავიხსენოთ თუნდაც იგივე, სააკაშვილის „შემოგორება“ საქართველოში და მთელი ის კამპანია, რომელსაც ვისმენდით. ხომ გახსოვთ, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან მიმართებაში რა გადაწყვეტილება მიიღო? იგივეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უნდა შერცხვეთ ამ ადამიანებს, უნდა დალაგდნენ სათითაოდ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ, მაგრამ მათ არანაირი სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ - აქვთ კონკრეტული დავალება და ცდილობენ ამ დავალების შესრულებას. ეს არის მარტივი მოცემულობა“,- დასძინა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 სექტემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)