22:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 19:15:56, 683 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მათ ჰყავთ ერთი პატრონი, როგორც დააჯგუფებენ პატრონები, იქით გადალაგდებიან

ვინ ეკითხებათ  მათ, რომელი ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. როგორც დააჯგუფებენ პატრონები, იქით გადალაგდებიან - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რომ “ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ, ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი”.

„ვინ ეკითხებათ  მათ, რომელი ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. არცერთ მათ ტელევიზიას არ ეკითხება, ვისკენ იქნება, არცერთ მათგანს, ე.წ. პოლიტიკოსებს არ ეკითხებათ ვისკენ იქნებიან.  როგორც დააჯგუფებენ პატრონები, იქით გადალაგდებიან.  ახლა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ის რომ იქით გადავიდა, ბოკერიას რომ ის ლანძღავს, მელია და ხაბეიშვილი ერთმანეთს ეჩხუბებიან, ჩოხატაურში დაუხოციათ კინაღამ ერთმანეთი, ჩავარდა ერთი თავისიანს ლობირებდა, მეორე მივარდა თავისიანს ლობირებდა, იქ პოლიციის გარეთ ჩხუბობდნენ, გაწევ-გამოწევა და მთელი ამბები იყო.  რომ დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ, ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ მათ ყავთ ერთი პატრონი და ის პატრონი როგორ დაალაგებს  საარჩევნო მიზნებისთვის.  

„ნაცმოძრაობა“ თავისთვის იქნება რაღაც 15% აიღოს, „ლელო“ და მასთან შემოერთებული რაღაც ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება მესამე ძალის  ფუნქცია იკისროს, მერე ვითომ ლიბერალები, სინამდვილეში ფსევდოლიბერალები იქით გადაჯგუფდებიან, აქეთ გახარია, რაღაცნაირად ერთი პროცენტი რომ მაინც წაცინცლოს „ქართულ ოცნებას“  და ამ მიზნებზე დააყენებენ, მიცემენ დავალებას და ისე იმოქმედებენ. არავინ მათ არ ეკითხებათ საით და ვისკენ იქნებიან. რომ დაავალონ, გახარია, ხაბეიშვილი, ვაშაძე ერთად იქნებიან, თუ დაავალებენ და იფიქრებენ, რომ პიარულად  წამგებიანი იქნება, მაშინ ცალცალკე იქნებიან“,  - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics