|
2023-09-06 16:47:42, 1635 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკაზე - სრული არაადამიანობა, ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ
ოდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სიმდაბლის სითამამე. სრული არაადამიანობა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ, კონსტანტინოვკას დაბომბვას. მისი თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვმა შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს.. "როდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სიმდაბლის სითამამე. სრული არაადამიანობა. დონეცკის ოლქის, ქალაქ კოსტიანტინივკაში რუსი ტერორისტების არტილერიამ ამ წუთებში 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვეულებრივი ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი და ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრი დაჭრილია. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები! ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ!",- წერს ზელენსკი. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)