|
2023-09-06 15:30:38, 652 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ ვაშლზე სახელმწიფო გასცემს სუბსიდიას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრმა საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები და საკოორდინაციო შტაბში დასაქმებული ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ. საკოორდინაციო შტაბში 40-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა. „ჩვენ წლებია ვეხმარებით ფერმერებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის არის ვაშლი, რომლის მოსავლის აღების პროცესი უკვე იწყება. როგორც გასულ წელს, წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთ ვაშლზე, რომლის ბაზარზე რეალიზაცია ვერ განხორციელდება, გავცემთ სუბსიდიას. შარშან, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით სამოცდაათი ათასი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა და დაახლოებით ოც მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს ამ გზით ფერმერებმა. მნიშვნელოვანია, რომ მათ არასტანდარტული ვაშლისგან დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა განაცხადა, გორში, საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულ ჩაბარებას უზრუნველყოფს, უკვე დაიწყო მუშაობა და აღნიშნული პროგრამა ფერმერებს მოყვანილი პროდუქციის რეალიზებას გაუადვილებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. სახელმწიფო პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე საწარმო ჩაერთვება. წელს, ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია - 120 ათასი ტონა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ, 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)