22:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 18:26:34, 715 ნახვა

პოლიტიკა
კრის სოჩა - იმედგაცრუებული ვართ, პირადი თავდასხმები, რაც დეგნანზე განხორციელდა, ამაზრზენი იყო

აშშ-ს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ჩვენ ერთგულნი დავრჩებით ქართველი ხალხისა და ქვეყნის მისწრაფებების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მრჩეველმა, კრის სოჩამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ იმედგაცურებულია იმით, თუ როგორ ექცეოდნენ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს საქართველოში, ის იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ელჩის, რობინ დანიგანის მიმართ მმართველი პარტია პატივისცემას გამოიჩენს.

"აშშ-ს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ჩვენ ერთგულნი დავრჩებით ქართველი ხალხისა და ქვეყნის მისწრაფებების მიმართ. გამოწვევა ისაა, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით იმით, როგორ მოექცნენ ელჩ დეგნანს. პირადი თავდასხმები, რაც მასზე განხორციელდა, მიგვაჩნია, რომ ამაზრზენი იყო და არ უნდა მომხდარიყო. ვიმედოვნებ, რომ ელჩი დანიგანი როდესაც ჩამოვა, ნამდვილ პატივისცემას მიიღებს, რაც უნდა იყოს გამოხატული შეერთებული შტატების ელჩის მიმართ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მის მიმართ მოპყრობას არსებითი გავლენა აქვს ადამიანებზე ვაშინგტონში და მათ შთაბეჭდილებაზე საქართველოს შესახებ.

ჩვენი ურთიერთობები ხანგრძლივია. ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს გარკვეული წყვეტები და მათი დაძლევა შესაძლებელია. ხანდახან ამას დრო სჭირდება და ყოველთვის არსებობს უთანხმოება, რაზეც მუშაობა არის საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი უთანხმოების დაყვანს პოლიტიკამდე. ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, თუ არსებობს მზაობა და სურვილი ამ პრობლემებზე სამუშაოდ", - განაცხადა სოჩამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics