23:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 14:02:12, 588 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - საქართველო კანდიდატის სტატუსს ობიექტურად და სამართლიანად იმსახურებს

საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვება იმ დროს, როდესაც რეგიონში ურთულესი ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევებია, არ იქნება სწორი და მართებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი ის, რასაც ევროპის და დასავლეთის სახელით აკეთებდა წინა ხელისუფლება რეალურად იყო ანტიევროპული და მხოლოდ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა.

„ევროპა არის როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია. ევროპა არის როდესაც ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეპყრობა უსაფრთხოების საკითხებს და იცავს მშვიდობას. ევროპა არის, როდესაც ქვეყანა ხდება პროგნოზირებადი, როდესაც ინვესტორებმა იციან იქ, სადაც დებენ ინვესტიციას და  ფულს - ის ქვეყანა იქნება დაცული და ხელისუფლება მაქსიმალურს გააკეთებს, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. ევროპა არის საკუთრების უფლების დაცვა და არა ის, როგორც თქვენ ექცეოდით საკუთრებას. ევროპა არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ მოქალაქეებს. ევროპა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც არასოდეს თქვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. ევროპა არის კანონის უზენაესობა, როდესაც ყველას, მიუხედავად თანამდებობისა, ევალება და მოეთხოვება რომ დაიცვას კანონი, დაიცვას კონსტიტუცია და მხოლოდ ამ პირობებში განახორციელოს თავისი მიზნები თუ მოქმედებები.

ევროპა გახლავთ მრავალფეროვანი მედია და როგორც დღეს ვიგებთ ზუსტად ამ თავისუფალ მედიას, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა რეალური და საქმიანობს,  ამოფარებული არიან კრიმინალები და კრიმინალით ნაშოვნი ფულით, ზუსტად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ტელევიზიებს და ჟურნალისტებს. საინტერესოა ამაზე მედიის დამცველების კომენტარები. რატომღაც დილიდან ჩუმად ხართ და არანაირ შეფასებას ამაზე არ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ გაწყობთ ის რაც ახლა გამოაშკარავდა და თქვენც ხართ ამ ყველაფრის მონაწილე. ეს რომ მომხდარიყო მეორე მხარეს დარწმუნებული ვარ, დილიდან ერთ ხმაში იქნებოდით კრიტიკის მხარეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics