|
2023-09-04 21:36:44, 892 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს, ეს პოლიტიკური თვითლიკვიდაცია იქნება
არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ზურაბიშვილის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია იქნება. "ნაცმოძრაობისგან" რაღაცის არკადრების მოლოდინი არ გვაქვს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ამას თქვენგან ვიგებ, დაადასტურა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გერმანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, თუ მედიასაშუალებებმა ეს ინფორმაცია მოიპოვეს. ყველაფრის მიუხედავად, ხომ არის რაღაც ზღვარი, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი ალბათ პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. ანუ, მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით. შეუძლებელია, ეს დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, იმის მიუხედავად, რაზეც უკვე წავიდა. ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა რამდენად მორალურია „ნაცმოძრაობის“ საქციელი, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს - შეუძლებელია, პოლიტიკოსი და ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს და ჩემი სკამის გამო ვიწყალებდე ერთ კაცს", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტებში წასვლის უფლება არ მისცა, თუმცა ის მაინც წავიდა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)