|
2023-09-04 16:44:11, 582 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - თელავის აეროპორტში პირველ მგზავრებს 2024 წელს მივიღებთ
ვიწყებთ თელავის აეროპორტის რეაბილიტაციას, სადაც ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის, ამბროლაურის, ბათუმის და მესტიის აეროპორტთან,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავითაშვილის თქმით, შიდა ავიაციის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შიდა რეისების ხელშეწყობა და ადგილობრივი აეროპორტების მოწყობა. „თელავის აეროპორტში მოეწყობა ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურა. ასევე სრულად განახლდება და 1,7 კმ-მდე დაგრძელდება არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა. შესაბამისად, ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის, ამბროლაურის აეროპორტთან და მესტიასთან, სადაც სახელმწიფოს საკმაოდ თანამედროვე საავიაციო ინფრასტრუქტურა გააჩნია, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. ერთობლიობაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების კუთხითაც, ვინაიდან განვითარებული ინფრასტრუქტურა ტურისტს საშუალებას მისცემს ერთი დღის განმავლობაში მოინახულოს საზღვაო და გასტრო-ენოლოგიური კურორტები, ასევე ძალიან საინტერესო ადგილები მთაში, ესტუმროს მესტიას. ერთიანობაში ეს ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ასევე შიდა ავიაციის განვითარებას. გვინდა, რომ თელავის აეროპორტში პირველი მგზავრები 2024 წელს მივიღოთ",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)