|
2023-09-04 11:55:14, 752 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგება ოპოზიცია, რომელიც თავად ეწინააღმდგება კონსტიტუციას
მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგება ოპოზიცია, რომელიც თავად ეწინააღმდგება კონსტიტუციას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ კონსტიტუციის რამენაირი მხარდაჭერა ნაკლებად წარმოსადგენია. "მე ვერ გეტყვით, რას აპირებს ოპოზიცია. ოპოზიციისგან, რომელიც თავად ეწინააღმდგება კონსტიტუციას, შეგახსენებთ, რომ ეს ის ოპოზიციაა, რომელიც არჩევნებს არ აღიარებდა, არათუ კონსტიტუციას, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს იმის, რომ ისინი კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ თავად არის ამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს აყენებს ხშირად კონსტიტუციის მიღმა, ამიტომ მათი მხრიდან კონსტიტუციის რამენაირი მხარდაჭერა ნაკლებად წარმოსადგენია. რაც შეეხება შესაძლო ვაჭრობას ხმებთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. ჩვენთვის ემოციების გარეშე მთავარია ერთი რამ: ჩვენი შეხედულებით, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, არამხოლოდ დარღვება, განზრახ უხეში დარღვევაა კონსტიტუციის. სწორედ ამიტომ იმსახურებს იმპიჩმენტის პროცესს",- განაცხადა პაპუაშვილმა. მოუწყოს. ვფიქრობ, ეს არის შეცდომა. ჩემთვის აქ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ძირი გამოუთხაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროკავშირის წევრობას. ჩემი აზრით, იმპიჩმენტი არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. მე მახსენდება ორი შემთხვევა, როდესაც შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს გამოვუცხადეთ იმპიჩმენტი. ეს პროცესი არის ისეთი, რამ, რომელიც ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს. ეს საქართველოს არ კანდიდატის სტატუსის მიღებაში არ დაეხმარება",- განაცხადა კრამერმა. ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)