2015-02-10 13:50:34, 554 ნახვა
ეკონომიკა
"სმარტში" "ნატურალური ქართული პროდუქტების ფესტივალი" იწყება
10 თებერვლიდან 16 თებერვლამდე სუპერმარკეტების ქსელ "სმარტში" "ნატურალური ქართული პროდუქტების ფესტივალი" იწყება და ყველა სახეობის ქართულ ხორცზე, ქართულ ყველზე, კალმახსა და "კოდას" წარმოებულ კვერცხზე 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. შესაბამისად, მხოლოდ 6 დღით, "სმარტის" ერთგულ მომხმარებელს თბილისისი სუპერმარკეტებში შესაძლებლობა ექნება საქართველოში წარმოებული ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის, ნატურალური პროდუქტების ფართო ასორტიმენტი დააგემოვნოს და შეღავათიანი ფასით იყიდოს.
"სუპერმარკეტი "სმარტი" ყოველთვის სცდილობს "ხარისხის დეტალებში" განცდა გაუმძაფროს მომხმარებელს. შესაბამისად, "ნატურალური ქართული პროდუქტების ფესტივალის" დროს "სმარტში" მომხმარებელს საშუალება ექნება ყოველდღიურად ახალი ხორცის მრავალსახეობა, კალმახი, ყველა სახეობის ქართული ყველა, რომელიც "სმარტის" მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ყოველდღიურად მოწმდება, ადგილზევე დააგემოვნოს და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოს. "ნატურალური ქართული პროდუქტების ფესტივალით" გვსურს "სმარტის" ერთგულ მომხარებელს შორის ეროვნული წარმოების, ნატურალური პროდუქტების, შესყიდვა წავახალისოთ და აქცენტი მათ ხარისხზე გავაკეთოთ",-აცხადებენ "სმარტში".
"ნატურალური ქართული პროდუქტების ფესტივალის" პრეზენტაციის დროს ნაჩვენები იყო მცირე ფილმი, რომელიც აღწერს "სმარტის" ქსელში არსებული ხორცის მწარმოების, შენახვის და კონტროლის ციკლს მიწოდებიდან რეალიზაციამდე.
"ძალიან ხშირად გვესმის თითოეულ ჩვენთაგანს, რამდენად ეკოლოგიურად დაბინძურებულია ჩვენი გარემო, ყველას აინტერესებს რითი იკვებებიან ჩვენი ოჯახის წევრები და შვილები. "სმარტის" მთვაარი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მომხმარებელს მივაწოდოთ ყოველთვის ნატურალური, ახალი, ჯანსაღი პროდუქტი. ჩვენ დღეს ვიწყებთ ფესტივალს "ქართული ნატუალური პროდუქტებისა" და კიდევ ერთხელ გვინდა ერთგულ მომხმარებელს და საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ჩვენთან ყოველთვის არის ახალი ნატურალური ქართული ხორცი, არის ყველის ნაირსახეობა, ასევე კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ერთგულ მომხარებელს, რომ "სმარტმა" გააკეთა მაღალტექნოლოგიური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, სადაც მარავალსაფეხურიან გადამწომებას გადის ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც "სმარტში" იყიდება. "სმარტი" პირველივე დღიდანვე მხარს უჭერს ქართულ წარმოებას, სოფლის მეურნეობას. ეს პროცესი იქნება მუდმივი, შეუქცევადი. გაყინული ხორცი, გაყინული პროდუქტი "სმარტში" არასდროს გაიყიდება",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან