|
2023-09-01 19:45:29, 1654 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყირიმის დაბრუნების გარეშე არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში მშვიდობა არ იქნება
ყირიმის დაბრუნების გარეშე არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში მშვიდობა არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ყირიმის დეოკუპაციის საკითხი შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური, ან სამხედრო გზით, მაგრამ ამ უკანასკნელს უფრო მაღალი ფასი ექნება. "უკრაინას ორი გზა აქვს: სამხედრო და დიპლომატიური. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ მეთოდის არჩევაზე გავლენას მტრის ქცევა მოახდენს. ეს შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური ან სამხედრო გზით. თუ რუსული ჯარები ყირიმის ნახევარ კუნძულს შემდგომი ზეწოლის გარეშე დატოვებენ, ეს სიცოცხლეს გადაარჩენს. დონბასისა და ყირიმის ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ იქნება მდგრადი მშვიდობა არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში. კიევი და მისი საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ რუსეთის ფედერაციის "უფლებებს" ამ ტერიტორიებზე, ამიტომ ქაოსი მუდმივად იქნება. სიტუაცია არ არის მდგრადი", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)