|
2023-09-01 13:55:26, 1691 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე 3 000-ზე მეტი საქმე აღძრა
უკრაინამ რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იულია უსენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას და სექსუალურ ძალადობას ბავშვების მიმართ", რომლებიც "ხშირად შერწყმულია წამებასთან და თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან". მისივე თქმით, პროკურორებმა უკვე დოკუმენტალურად 75 ბავშვი აღრიცხეს, რომლებმაც რუსული ძალების მიერ სხვადასხვა სახის წამება განიცადეს. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო წამების 69 შემხვევა უკრაინის ჩრდილოეთ ჩერნიგოვის რეგიონის სოფელ იაჰიდნეში აღირიცხა. წამების ცალკეული შემთხვევები ასევე დაფიქსირდა სამხრეთ ხერსონისა და ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ბავშვებს "ართმევდნენ თავისუფლებას და ფიზიკურად აწამებდნენ".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)