|
2023-08-31 12:05:25, 557 ნახვა
საზოგადოება
უზბეკეთთან მევენახეობის მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზბეკეთის, აკადემიკოს მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტთან ყურძნისა და მრავალწლოვანი კულტურების გენეტიკური რესურსების გაცვლის მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას, სანერგე მეურნეობების პროექტის შემუშავებაში ხელშეწყობას, ინ ვიტრო გამრავლების წესების და შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარებას და ასევე ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას გულისხმობს. „ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და მისი უზბეკეთში დანერგვაა. ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე სანერგე მეურნეობის მოწყობას ვგეგმავთ, რისთვისაც გვსურს ვაზის ჯიშების გაცვლა. ქართული ჯიშების გამოცდა უზბეკეთის პირობებში მოხდება“ - აღნიშნა მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ულუგბეკ აბდუგანიევმა. ვიზიტის ფარგლბეში, სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე არსებული ხეხილის და ვაზის კოლექციები დაათვალიერეს, ასევე წილკნის ერთწლოვანი კულტურების ბაზაზე ნიადაგის კვლევის, თესლისა და სარგავი მასალის და ინ ვიტრო ლაბორატორიების მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის წევრები შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდნენ, რომლის ძირითადი ფუნქცია ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერაა.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)