08:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 10:08:38, 534 ნახვა

საზოგადოება
ისრაელის ელჩმა ისრაელის საელჩოს დაფინანსებით აშენებული თანამედროვე ტიპის სათბური დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზეზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული  თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თანამედროვე სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, ამ ეტაპზე ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვა მიმდინარეობს.

„ჩვენი თანამშრომლობა შემდგომში სემინარების და ტრენინგების სახით გაგრძელდება, რომლის დაწყებასაც ოქტომბრიდან ვგეგმავთ. ისრაელიდან ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ ფერმერებს. ჩვენ ასევე მზად ვართ ქართულ მხარეს  ისრაელში არსებული სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით დავეხმაროთ“ - აღნიშნა ისრაელის ელჩმა ჰადას ესტერ მეიცადმა.

სათბურის ძირითადი დანიშნულება ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზებაა. აქ სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

სტურმებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics