|
2015-02-10 13:21:48, 545 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა
საქართველომ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი ფინანსთა მინისტრმა, საქართველოს მმართველმა EBRD-ში, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გენერალურმა მდივანმა ენცო კატროჩიოკემ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერით მხარეებმა აიღეს ვალდებულება, 2015 წლის 13-15 მაისს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოში უზრუნველყონ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების ორგანიზება. თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში EBRD-ის წევრი 64 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სხვა ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას. წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ფასდება ბანკის მიერ გაწეულ საქმიანობა და განისაზღვრება მისი სამომავლო სტრატეგიული მიმართულებები. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს, ბიზნეს ფორუმში მონაწილე ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქვეყნის ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ შესაძლებლობებს. ცნობისთვის, საქართველომ თბილისში შეხვედრის ორგანიზებაზე ოფიციალურად განაცხადი 2013 წლის მაისში გააკეთა. ამავე წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდა EBRD-ის მისია, რომელმაც შეისწავლა წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები. EBRD-ის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, მათივე განცხადებით, გახდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ის ფაქტორი, რომ საქართველო ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე რეგიონულ ცენტრად მოიაზრება. EBRD საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. EBRD-ის მიერ დღემდე საქართველოში დაფინანსებულია დაახლოებით 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების 170 პროექტი, დაფინანსების 81% მოდის კერძო სექტორზე. 2013 წლის 4 სექტემბერს EBRD-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგია საქართველოსთვის, სადაც გაწერილია ევრობანკის პრიორიტეტები 2013-2016 წლებში. სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია და საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა - საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის განვითარება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)