14:40 - 22 Oct, 2026
|
2023-08-28 11:19:10, 1416 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელი რობოტინო სრულად გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო სრულად გაათავისუფლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს. მალიარის თქმით, უკრაინის ჯარები ახლა რობოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია-ტოკმაჩკას სამხრეთით მოძრაობენ. "უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო სრულად გაათავისუფლეს. სამხრეთით შეტევაზე ვართ გადასული, ეს არის ჩვენი მთავარი შეტევის ხაზი. მტერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში თავდაცვაზეა გადასული. რობოტინო სრულად გათავისუფლდა. ახლა ჩვენი ჯარები რობოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია-ტოკმაჩკას სამხრეთით მოძრაობენ",- განაცხადა მალიარმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)