09:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-28 10:43:47, 805 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ უტიაშვილი, თბილისსა და ქუთაისში, დევნილი ოჯახებისათვის, საცხოვრებელი კომპლექსების მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

"თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, იძულებით გადაადგილებული 2400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი შენდება. მშენებლობა მაისში დაიწყო და 2 კორპუსის კარკასი უკვე დასრულებულია.
720 ოჯახი განახლდება ქუთაისში - ნიკეას ქუჩაზე, 3 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს და უკვე დასრულებულია ერთი კორპუსის კარკასის მშენებლობა.

სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება.

ზურაბ უტიაშვილი, ქუთაისში, იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა, რომლებსაც ბინები მიმდინარე წელს  გადაეცათ - რამდენიმე თვის წინ, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი  480-მა ოჯახმა მიიღო.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 ოჯახს დააკმაყოფილებს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics