|
2023-08-25 15:52:27, 732 ნახვა
საზოგადოება
კიევში, ქართველი მებრძოლი ალექსანდრე ხუსკივაძე გულის შეტევით დაიღუპა
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ალექსანდრე ხუსკივაძე, 33 წლის ასაკში, კიევში გულის შეტევით დაიღუპა. როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომეო ფარულავა აცხადებს, ალექსანდრე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა იზიუმი, სოლედარი და ბახმუტი. "ქართველი გმირი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე, ალექსი ხუსკივაძე, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, აქვს ბრძოლებში მონაწილეობა მიღებული იზიუმში, სოლედარში ბახმუტში[...] უმაგრესი ადამიანი, უმაგრესი მებრძოლი, პროფესიონალი თავის საქმეში, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ქალაქ კიევში გულის შეტევით გარდაიცვალა", - აცხადებს რომეი ფარულავა "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას 53 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)