|
2023-08-23 14:22:20, 557 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 48 მისამართზე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ჯამში, გამგეობის ბიუჯეტიდან 1 090 109 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, სამუშაოები 13 მისამართზე მიმდინარეობს, აღნიშნულისთვის 637 872 ლარი დაიხარჯება. „სამუშაოები უკვე დასრულდა გლდანულას N7, გმირი კურსანტების N18, ვასაძის N30 კორპუსებისა და გლდანის VI მიკრორაიონის N6 კორპუსში, ხოლო გლდანულას N10-ში- მიმდინარეობს. რამდენიმე მისამართზე მიმდინარე და დასრულებულ სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)