12:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 11:13:17, 762 ნახვა

საზოგადოება
ისტორიული ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“

22-25 სექტემბერს „თიბისი კონცეპტი“ და „მოგზაური“ გთავაზობთ რიგით მესამე „კონცეპტ თავგადასავალს“ ოთხდღიან, ისტორიულ ტურს ტაო-კლარჯეთში.

მოგზაურებს მეგზურობას ისტორიკოსი ბუბა კუდავა და მუსიკოსი, ფოტოგრაფი ნოდარიკო ხუციშვილი გაუწევენ. ბუბა კუდავა ამ მხარეში 20 წლიანი მოგზაურობის, სამეცნიერო ექსპედიციების და ძეგლების თუ ისტორიული ადგილების კვლევების საფუძველზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილებით, ჩვენი ქვეყნის წარსულში გვამოგზაურებს.

„ტაო-კლარჯეთი თავისი 700-ზე მეტი ეკლესიით, ციხე-სიმაგრეებით თუ არქეოლოგიური ძეგლებით ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ, ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე, რომ ვერ დაამთავრებ...

ტაო-კლარჯეთი ციხე-ქალაქებითა და ციხე-სიმაგრეებით ნაქსოვი პერანგია, სახელმწიფოებრიობის სათავეებია, ქართული კულტურის ერთი ვეებერთელა სახლია, ბუნების მრავალფეროვნების ფეიერვერკია, წარსულში მოგზაურისთვის დაუსრულებელი თავგადასავალია“ -  ბუბა კუდავა.

ნოდარიკო ხუციშვილი, კი მუსიკალური ნოტების პარალელურად, მოგზაურობაში შეგროვებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების პიზიტიურ გავლენებს გაგვიზიარებს.

ტური „სათავეებიმიბრუნება ტაო-კლარჯეთთან იქნება მცდელობა ერთიან კონტექსტში გავიაზროთ ქართული კულტურის და მემკვიდრეობის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ ჩვენივე იდენტობის არსსა თუ რაობაზე, სახელმწიფოებრიობის ისტორიის სათავეებიდან ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართულ ნაკვალევამდე.

ტურის ფასი 1 ადამიანზე - 1680 ₾ (20%-იანი ფასდაკლებით კონცეპტის მომხმარებლებისთვის).

ტურზე რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე გრძელდება. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00. ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ „მოგზაურის” გუნდს: 599 380 817; 599 908 906.

ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Concept-Tour





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics