|
2023-08-21 15:58:43, 583 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება დაიწყო
გლდანის გამგეობა რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის საერთო სარგებლობის აივნების გამაგრებას გეგმავს. ამ ეტაპზე, სამუშაოები პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს საერთო სარგებლობის 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციით გამაგრდება, შეილესება და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები. განხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაციაც. „სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ საერთო სარგებლობის აივნები, ასევე, გამაგრდება გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და ბ კორპუსებსა და მეექვსე მიკრორაიონის N10 კორპუსის V სადარბაზოში. სამუშაოების ჯამური ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)