02:20 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 15:51:25, 750 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ გამყალბებელი ხარ - განაჩენია „რუსული პარტიისთვის“

როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, გამყალბებელი ხარ, რომ საშიში და სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები. ეს არის განაჩენი „რუსული პარტიისთვის",- ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ხაბეიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა ექნება.

„როცა პუტინი, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი გაქებს ეს პრობლემაა საქართველოს ხელისუფლებისთვის. პარალელურად, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, გამყალბებელი ხარ, რომ საშიში და სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები. ეს არის განაჩენი „რუსული პარტიისთვის“ და შესაბამისად ქართველმა ხალხმა ეს განაჩენი უნდა აღასრულოს. ის რომ რუსული ხელისუფლებაა, ის რომ „რუსული პარტია“ არ უნდა ქართველ ხალხს, ის რომ ამ რეჟიმში ცხოვრება საქართველოს მოქალაქეს აღარ უნდა ამას სჭირდება გაფორმება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს ერთ რამეზე, სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს მოქალაქეს, სრული მხარდაჭერა ექნება ქართველ ხალხს და შესაბამისად ეს საქმე ბოლომდე მისაყვანი იქნება ქართველი ხალხის“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 21 აგვისტოს, ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, "არასწორი რაღაცები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდებამსგავსი რამ თვეებით ადრე მიმდინარეობს, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა და დაშინება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics