|
2023-08-21 11:02:46, 801 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებისთვისა და კორპორაციებისთვის 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა. „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი კი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როგორც Global Finance-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულები შეირჩნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი ციფრული სტრატეგია აქვს ბანკს მომხმარებლების მოსაზიდად და შესაბამისი სერვისების გასაწევად, შეთავაზებების რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორია ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების დიზაინი და რამდენად ეფექტიანია მათი ფუნქციონალები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით დაასახელა ავტორიტეტული წევრებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ 20 კატეგორიაში „საქართველოს ბანკი“ საუკეთესოდ. აქედან ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად Global Finance მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა. ამ სტანდარტით საუკეთესო შედეგები „საქართველოს ბანკს“ არაერთხელ უჩვენებია, გამონაკლისი არც 2023 წელია.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)