|
2023-08-19 11:04:53, 621 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელშეკრულებები 3 დაცული ტერიტორიის: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების და მაჭახელას ეროვნული პარკის საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს. „საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) უზრუნველყოფს აღნიშნულ 3 დაცულ ტერიტორიაზე პატრულირების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენას, თანამშრომელთა ხელფასზე დანამატების გაცემას, ავტოპარკის განახლებას და სხვა. ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეტ მესუდმა მოაწერეს“,- აღნიშNულია ინფორმაციაში. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან. ფონდს (CNF) მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე, ჩვენი თანამშრომლების წახალისებასა და მათი მოტივაციის ამაღლებაში. მოხარული ვართ, რომ კიდევ 3 საგრანტო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. აღსანიშნავია, რომ კავკასის ბუნების ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციის თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან სახელფასო დანამატებითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით. ასევე, მნიშვნელოვანია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წვლილი რეინჯერების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაში. „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიებისთვის დღეს პირველად გავაფორმეთ საგრანტო ხელშეკრულება, რითაც გაიზარდა კავკასის ბუნების ფონდის (CNF) სამიზნე დაცული ტერიტორიების არეალი, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი წარმატებული, უწყვეტი თანამშრომლობის. იმედი მაქვს, მომავალშიც, ერთობლივი ძალებით, კვლავ მოგვეცემა არაერთი სასარგებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა", - აღნიშნა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეტ მესუდმა.
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)