2023-08-17 17:19:04, 644 ნახვა
საზოგადოება
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა
რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ მონაცემით, სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
უწყების ინფორმაციით, 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,