06:27 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 17:09:46, 983 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია საგამოძიებო კომისიაზე - გამოძიება დაწყებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დავაკვირდეთ პროცესს

ოპოზიცია შეეცდება, საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ ერთხანს იტივტივოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, შესაბამისად, ამის საშუალებას, ალბათ, საქართველოს პარლამენტი მათ არ მისცემს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო კომისიას და მერე თვითონ ავიწყდებოდათ, რომ მოითხოვეს. 

"ოპოზიციამ მოახერხა ამ ინსტრუმენტის თავის პლატფორმად ქცევა, რომელიც ვერ მიჰყავს ბოლომდე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ითხოვდნენ საგამოძიებო კომისიას და მერე თვითონ ავიწყდებოდათ, რომ მოითხოვეს, თითო ოროლა შემთხვევის გარდა. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია რადგან არ ვფიქრობ, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის  სპეციალური სამსახურის, ვგულისხმობ სამაშველო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვებს, არ სცემდნენ ზედმიწევნით ამომწურავ პასუხებს საზოგადოებას, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპოზიციას. შესაბამისად, ეს იქნება ხელოვნური პროლონგაცია და მათი ცდა, საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ ერთხანს იტივტივონ პოლიტიკურ დღის წესრიგში, შესაბამისად, ამის საშუალებას, ალბათ, საქართველოს პარლამენტი მათ არ მისცემს",- განაცხადა ოდიშარიამ.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება დაწყებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და "უნდა დავაკვირდეთ პროცესს". 

„ჩვენთან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული საქმე. ეს არის ის დადგენილი წესი, რომლითაც წამოიწყო ძიება, პროცესს დავაკვირდეთ. მე არ ვარ სისხლის სამართლის ექსპერტი და სპეციალისტი, ძალიან გამიჭირდება, არ მინდა გავაკეთო პროცესის პროფანაცია და არაპროფესიონალური პასუხი გაგცეთ. არის ინტერპელაცია, მობრძანდება შინაგან საქმეთა მინისტრი, აგერ იქნება პარლამენტი მთელი შემადგენლობით, მათ შორის იურისტები ოპოზიციაშიც მრავლად არიან და უმრავლესობაშიც, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და ალბათ, მივიღებთ რაციონალურ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics