|
2023-08-17 13:58:28, 740 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება
"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, საინტერესო და ტრადიციული სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება. ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაზე ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. „მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის, პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება. წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა გაიმართება, მთავარი მხარდამჭერი კი "საქართველოს ბანკია“,- განაცხადა ანა ბერიშვილმა, “სს წყალი მარგებლის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. წელს ღონისძიების საპრიზო ფონდი 20.000 ლარს შეადგენს, რაც ბახმაროს დოღის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, „ბახმაროს თასი 2023“ - ის გამარჯვებულს მთავარ პრიზს "საქართველოს ბანკი" გადასცემს. დოღში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 18 აგვისტოს, 12 საათზე, ბახმაროში, დოღის სტარტთან გაიმართება. შეჯიბრება 19 აგვისტოს, 13:00 საათზე დაიწყება. სპორტული შეჯიბრის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგება, რომელთა მანძილი 1.200, 1.200, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენს. I გარბენი - „გურიის თასი“ II გარბენი - გმირების თასი“ III გარბენი - „ნაბეღლავის თასი“ IV გარბენი - “ბახმაროს თასი“ მარულა ინფორმაციისთვის: ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)