|
2023-08-17 12:53:52, 584 ნახვა
საზოგადოება
აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები ქობულეთში, თევზის მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და სამოქალაქო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ. „ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარება და ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკვე მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ და შევიმუშავეთ ნორმატიული ბაზა, რაც ხელს შეუწყობს დარგის ეფექტიან განვითარებას. ქვეყანას აქვს რესურსი როგორც მტკნარი წყლის, ასევე საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის განვითარების. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფის კუთხით, აკვაკულტურას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, ამასთან მას კარგი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. როგორც შეხვედრაზე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებსა და დარგობრივ ფერმერებს შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად მოხდეს აკვაკულტურის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, პოტენციალის განსაზღვრა და არსებული გამოწვევების დაძლევისთვის, ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება. ეს მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყანაში აკვაკულტურის მდგრად განვითარებას. შეხვედრაზე დარგში არსებული საკანონმდებლო სიახლეები, აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის, ყველა ჩართული მხარის (სახელმწიფო, კერძო სექტორი და ბიზნესი) აქტიური თანამშრომლობის და დარგის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში აკვაკულტურას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და დარგის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისთვის, მისი მაქსიმალურად გამოყენება უნდა მოხდეს. შეხვედრას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და რეგიონის თევზის მწარმოებელი ფერმერები ესწრებოდნენ.
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)